ჩემი, შენი, ჩვენი წვენი

underline

შპს „კაპმა“, საგურამოში არსებული ინოვაციური კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან ცნობილია გემრიელი და ნატურალური წვენებითა და ნექტარებით. კამპა მომხმარებელს სთავაზობს ადგილობრივად და უცხოეთში, საუკეთესო პირობებში მოყვანილი ხილისგან დამზადებულ მრავალფეროვან პროდუქციას.

1

ჩვენი მისია

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში შევუქმნათ სასიამოვნო მომენტები, ყველაზე ჯანსაღი გზით. ჩვენმა მუდმივმა ძალისხმევამ შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი, მოგვცა საშუალება გამოვირჩეოდეთ სხვა ხილის სასმელების მწარმოებლებისგან ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ნდობის ხარისხით. ამრიგად ჩვენ ვგეგმავთ გავაფართოვოთ ჩვენი წვდომა და ჩვენი ძლიერი რეგიონალური ბაზრის პოზიციიდან გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე.

1

ჩვენი ისტორია

ჩვენი ისტორია

underline

შპს „კაპმა“ დაფუძნდა 2008 წელს საგურამოში. წარმოადგენს ინოვაციურ კომპანიას, რომელიც ცნობილია მისი გამაგრილებელი და გემრიელი წვენებითა და ნექტარებით. კამპა მომხმარებელს სთავაზობს ადგილობრივად და უცხოეთში, საუკეთესო პირობებში მოყვანილი ხილისგან დამზადებულ მრავალფეროვან პროდუქციას. ყველა ადამიანს, მიუხედავად ასაკისა, ცხოვრების სტილისა და გემოვნებისა შეუძლია თავისი რჩეული პროდუქტი იპოვოს ჩვენი უმაღლესი ხარისხის წვენებიდან და ნექტარიდან.

1

წარმოების პროცესი

წარმოების პროცესი

underline

ჩვენი კომპანიის წარმატების საიდუმლო მდგომარეობს საუკეთესო ნედლეულის დაბალანსებულ გამოყენებაში, პროფესიონალურ საწარმოო ხაზებში და ინოვაციურ ტექნოლოგიებში. კამპა აღჭურვილია Tetra Pak-ის ასეპტიკური საწარმოო ხაზებით. კონვენციურ სტერილიზაციის მეთოდებსა და ცხელ ავსებასთან შედარებით, ჩვენი ასეპტიკური ტექნოლოგია უზრუნველყოფს სტერილობას და ხანგრძლივ ვარგისიანობას, რასაც ვაღწევთ წამიერი გაცხელების პროცესით, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს სასარგებლო ნივთიერებები და ბუნებრივი არომატი. ჩვენ შეგნებულად გადავწყვიტეთ არ გამოვიყენოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტები, კონსერვანტები, ხელოვნური არომატიზატორები ან საღებავები. წვენებს და ნექტარს ვამზადებთ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან და ვიყენებთ მაღალი ხარისხის წყალს ცნობილი ზედაზენის ეროვნული პარკის წყაროებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნაწარმი გამდიდრებულია ბუნებრივი მინერალებით და აქვს უნიკალური გამაგრილებელი გემო.

1