ჩემი, შენი, ჩვენი წვენი

underline

კამპას პრემიუმ წვენები და ნექტარი

ჩემი, შენი, ჩვენი წვენი

ჩვენი პრემიუმ პროდუქცია, დამზადებული საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტებისგან, გთავაზობთ ახალი ხილის გამორჩეულ ფერს და ბუნებრივ გემოს. კამპა იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს საუცხოო, ვიტამინებით გამდიდრებული წვენების შესაქმნელად, რომლებიც სავსეა სასარგებლო თვისებებით და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს. კამპა აწარმოებს თითქმის 20 სხვადასხვა ტიპის ბუნებრივ წვენს და ნექტარს. ხილის წვენების ჩვენი ფართო არჩევანი მოიცავს ტრადიციულ პროდუქტებს, როგორიცაა ვაშლი, ფორთოხალი, ალუბალი, ატამი, გრეიფრუტი, ბროწეული და მანგო, ასევე ადგილობრივად მოყვანილი ქაცვი და ასკილი.

ნექტარი „ჩვენი“

ჩვენ გვწამს, რომ ყველას აქვს უფლება ისიამოვნოს ჯანსაღი და მაღალი ხარისხის პროდუქციით. ამიტომ, 2013 წლიდან მომხმარებელს საუკეთესო ნექტარს ვთავაზობთ ხელმისაწვდომ ფასად ბრენდის სახელწოდებით „ჩვენი“. ბრენდი „ჩვენი“ გთავაზობთ გამორჩეული გემოს მქონე და მდიდარი ნექტარის ცხრა სახეობას, მათ შორის ალუბლის, ფორთოხლის, ატმის, ბროწეულის, ვაშლის, კომშის, შერეული ხილის, ფორთოხლის და მანგოს ნარევის და მარწყვის და ვაშლის ნარევის.

 

წვენის სასმელი „ფრუტატა“

ბუნებრივ პროდუქციაზე მეტი ხელმისაწვდომობის მზარდი მოთხოვნის გამო, გადავწყვიტეთ შეგვექმნა წვენის სასმელის ახალი პროდუქტის ხაზი. „ფრუტატა“ კამპას ფორტფოლიოს ახალი დანამატია, რომელიც სპეციალურად შექმნილია, რომ იყოს მარგებელი, გემრიელი და ჰქონდეს ზომიერი ფასი. „ფრუტატა“ შეიცავს დამატებით ვიტამინებს, როგორიცაა A, C, B6, B12, B1, B3 და სხვა ვიტამინებს.